










„კერე" არის თანამედროვე სამკერვალო საწარმო, რომელიც ორიენტირებულია წარმოების სრულ მართვაზე სრული საწარმოო ციკლით. რომელიც ბრენდებსა, კორპორატიულ და კერძო დამკვეთებს სთავაზობს სრულ მომსახურებას პირველი ტექნიკური ესკიზიდან, მასობრივ წარმოებამდე და ასევე რთულ დეკორატიულ ბეჭდვამდე.
ინტეგრირებული წარმოება: ჩვენთან პროცესი არ წყდება. ჭრა, კერვა, კონსტრუირება, დიზაინერული მომსახურება ხდება ერთ სივრცეში, რაც მკვეთრად ამცირებს წარმოების დროს და ზრდის ხარისხის კონტროლს.
ტექნოლოგიური სიზუსტე: ვიყენებთ თანამედროვე საკონსტრუქტორო პროგრამებსა და დანადგარებს, რაც საშუალებას გვაძლევს მაღალი ხარისხით შევასრულოთ ნებისმიერი სირთულის კონსტრუქციული დავალება.
მასშტაბურობა: ჩვენი საწარმოო ხაზი მორგებულია როგორც მცირე, ექსკლუზიურ კოლექციებზე, ასევე დიდ კორპორატიულ ტირაჟებზე.
კერეს გუნდს აქვს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ერთად გუნდურად მუშაობის გამოცდილება, რაც მკვეთრად ზრდის წარმოების ხარისხსა და მასშტაბს ციფრებში.
ჩვენი მიზანია წვლილი შევიტანოთ ქართული წარმოების სტანდარტის ამაღლება. ჩვენთვის თითოეული დაკვეთა დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენ ვეხმარებით დამწყებ დიზაინერებს იდეის რეალიზაციაში, ხოლო მსხვილ კომპანიებს - ბრენდირებული იმიჯის შექმნაში ხარისხიანი უნიფორმებისა და აქსესუარების მეშვეობით.
უნიფორმებისა და კორპორატიული ტანსაცმლის წარმოება, სპეცტანსაცმლის წარმოება, ტექსტილის აქსესუარებისა და სხვა ნაწარმის დამზადება.
თარგების კონსტრუირება და მოდელირება დეტალური ტექნიკური მახასიათებლებით.
კერვის სრული სერვისი ნიმუშიდან სერიული წარმოებამდე პროფესიონალური დამუშავებით.
ქარგვა, თერმული ბეჭდვა, სუბლიმაციური ბეჭდვა და სხვა პერსონალიზაციის მეთოდები.
საწყისი პაკეტი მცირე და საშუალო მოცულობის პროექტებისთვის.
პაკეტს ვარგებთ თქვენი იდეის მოცულობას, ვადასა და საჭირო მასალების რაოდენობას. საჭიროების შემთხვევაში ვამზადებთ ინდივიდუალურ შეთავაზებასაც.